ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე დოკუმენტში თქვენ ეცნობით სილქ ჰოსფითალითის ვებგვერდის silkhospitality.ge მოხმარების წესებსა და პირობებს. წინამდებარე დოკუმენტის ტექსტში ,,თქვენ“ ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით, ვებგვერდის მეშვეობით ღებულობთ ინფორმაციას ან მომსახურებას ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენსა და ჩვენს შორის. თქვენს მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში ავტომატურად მოექცევით ვებგვერდის გამოყნების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით მათ. ჩვენი ვებგვერდის წესები და პირობები თანაბრად ვრცელდება ჩვენი ვებგვერდის ყველა მომხმარებელზე, იმის მიუხედავად თუ რომელი ინტერნეტ ბრაუზერიდან ხდება ვებგვერდზე წვდომის მოპოვება.
ვებგვერდით სარგებლობა
ვებგვერდით სარგებლობა შეუძლია ყველა სრულწლოვან პირს. ჩვენი ვებგვერდის საშუალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ ინფორმაციას ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს.
პერსონალური ინფორმაცია
ჩვენი მთავარი ორიენტირი მომხმარებლის კმაყოფილება და მაღალი ხარისხის მომსახურებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა, კერძოდ პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად.
თქვენს მიერ ვებგვერდზე რეგისტრაციისას შეყვანილი მონაცემები არის კონფიდენციალური და ამ ინფორმაციის ერთადერთი მესაკუთრეს წარმოადგენს სილქ ჰოსფითალითითი.ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის პროცესში ჩვენთან ხდება თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება, კერძოდ ეს ინფორმაცია მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას, ტელეფონის ნომერს, სამუშაო ადგილის დასახელებას და დაბადების თარიღს.
თქვენ ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციისას აცხადებთ ცალსახა და უპირობო თანხმობას მასზედ, რომ ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციიისას თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის გამოგიგზავნოთ ნებისმიერი შეტყობინება.
თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაციის გამოყენება ჩვენს მიერ ხდება მხოლოდ თქვენთვის შესაბამისი დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, რომელიც გულისხმობს ჩვენს მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით თქვენთვის სარეკლამო ინფორმაციის, შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის და წახალისებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაცია, ასევე შესაძლოა ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნეს თქვენთვის სასაჩუქრე ვაუჩერების მიწოდების მიზნით, რომელზეც დატანილი იქნება უნიკალური კოდი, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ უნიკალური კოდის მფობელს შეუძლია სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა.
კონფიდეციალურობის დაცვა
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს მიერ მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვებგვერდი უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენ მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ჩვენთვის მოწოდების დროს. კონფიდენციალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების დროს თქვენ ვალდებული ხართ არ გამოიყენოთ ისეთი ავტომატური საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას.
საავტორო უფლებები
ჩვენს ვებგვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე ვრცელდება ჩვენი საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.
ცვლილებები
ჩვენ უფლებამოსილები ვართ ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილება წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებში. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება გაცნობოთ იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა ჩვენს ვებგვერდზე.
მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე წესებით გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია ვებგვერდის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
წინამდებარე ვებგვერდის წესებისა და პირობების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს მთლიანი წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]