თბილისის ცენტრში მალე სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნება, რომელიც საქართველოში მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შერწყმის მნიშვნელოვანი სახე გახდება. სასტუმრო, რომელსაც Silk Hospitality მართავს, მზადაა თავიდან განსაზღვროს სტუმართმასნპინძლობის სტანდარტები რეგიონში და პატივი სცეს არქიტექტურულ ფესვებს.
რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობა წარსულში ფოსტისა და ტელეგრაფის ოფისი იყო. სასტუმროს დიზაინის კონცეფცია ცნობილმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Neri&Hu-მ შეიმუშავა. იგი მოიცავს 239 დახვეწილ ოთახს და ლუქსს, 7 განსხვავებულ რესტორანს და თანამედროვე საკონცეფენციო ოთახებს. ამასთან ერთად, „ტელეგრაფი“ მოიცავს ჯაზ კლუბს, რაც ამ სივრცეს დამატებით კულტურულ განზომილებას სძენს და სასტუმროს თბილისში ტურიზმისა და ბიზნესის ცენტრალურ ჰაბად აქცევს.