მწვანე კონცხი, შავი ზღვის სანაპიროს პატარა სამოთხე... და ამ ოაზისში ჩამალული მარგალიტი – „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ – ადგილი, სადაც მთელი არსებით შეიგრძნობ იდეალური დასვენების სურნელსა და გემოს. ზღვა, კენჭებიანი სანაპირო, ფერწერული პეიზაჟები, სიმწვანე, სიმშვიდე – აქ გეუფლება უზრუნველობის, უშფოთველობის შეგრძნება და ფიზიკურ, თუ ემოციურ განტვირთვასთან ერთად, ესთეტიკური სიამოვნების მიღების საშუალებაც გეძლევა.
კომპლექსის ადგილმდებარეობა შესანიშნავადაა შერჩეული – „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებშია ჩაფლული და ზღვის პანორამას 60 მეტრი სიმაღლიდან გადაჰყურებს. ბინების უზარმაზარი ვიტრაჟული ფანჯრებიდან ზღვის თვალწარმტაცი ხედი იშლება. წვრილმანებში გათვლილი დეტალები ნათელ, ჰაეროვან ბინებში სიმყუდროვისა და განსაკუთრებული კომფორტის ატმოსფეროს ქმნის. ფართო ტერასებზე შუადღეს – დასვენება, მოგვიანებით კი საღამოს სიგრილითა და ჩამავალი მზის ცქერით ტკბობაა შესაძლებელი.