„სილქ თაუერსი“ ახალი სიტყვაა უძრავი ქონების სფეროში. გარდა იმისა, რომ, მაღალხარისხოვან საცხოვრებელთან ერთად, მომხმარებელს თანამედროვე სერვისსა და გასართობ ობიექტებს შესთავაზებს, ის გარემოს გაჯანსაღებაზეც იზრუნებს. ზღვის სანაპიროს და ქალაქს შორის მდებარე „სილქ თაუერსი“ ძველის და თანამედროვეს დამაკავშირებელი არხია, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცეში უამრავ გარე და შიდა გასართობ საშუალებას იძლევა. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, საცხოვრებელი და სასტუმრო კოშკები, იახტ კლუბი, პარკი, გამორჩეული კაზინო ზღვის ხედით, კონგრესცენტრი და სხვა სარეკრეაციო დანიშნულების შენობა-ნაგებობები აშენდება. მაცხოვრებლების და მათი სტუმრების ყურადღებას ზღვის ბუნებრივი წყლით შევსებული ხელოვნური ლაგუნა მიიპყრობს, სადაც სტუმრებს მცირე ზომის იახტები მოემსახურება. პროექტის დაგეგმარება „სილქ როუდ ჯგუფის“ და Chapman Taylor-ის თანამონაწილეობით მოხდა.
„სილქ თაუერსი“ ახალი სიტყვაა უძრავი ქონების სფეროში.