წინანდლის მამული ვილები

„სილქ როუდ ჯგუფი“ წინანდლის მამულში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული ქართულ-ევროპული დიზაინით დაპროექტებული ვილების მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია 7 ჰექტარს მოიცავს, სადაც 23 საცხოვრებელი ვილა აშენდება. პროექტის არქიტექტურულ დიზაინზე და დაგეგმარებაზე საქართველოში დაფუძნებულმა კომპანია „მიდამომ“ იმუშავა, ხოლო ინტერიერზე თამარ კვესიტაძემ. ვილების მფლობელებს სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ სპორტულ დარბაზზე, სპა ცენტრზე, გარე აუზზე, რესტორნებსა და სხვა ადგილებზე ექნება წვდომა. გარდა ამისა, სასტუმროში იქნება ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი, გადახურვის სისტემით აღჭურვილი გარე საცურაო აუზი, ასევე, ბავშვების გასართობი ზონა, ჩოგბურთის კორტები და ველოსიპედისა ფეხით მოსიარულეთათვის, ბილიკები. უძველესი ვენახით და თვალწარმტაცი ხედებით, წინანდლის მამული ღვინის მოყვარულთათვის, ნამდვილი სამოთხეა. ვილის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს მიერ ორგანიზებულ რთველში, სადაც ჩვენივე ვენახიდან დაკრეფენ ტურძენს და შემდგომ საკუთარ სახელზე ჩამოასხამენ.

გაზიარება: