შეხვედრები და ღონისძიებები
დღესასწაულებიდან და განსაკუთრებული შემთხვევებიდან ტურისტულ ჯგუფებსა და ღონისძიებებამდე — ჩვენი ხუთი სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იდეალურ გარემოს, გამორჩეულ მომსახურებასა და ულამაზეს ბუნებას გთავაზობთ.

ფილტრი
რესპუბლიკის მოედანი, თბილისი
Telegraph Hotel
The Telegraph Hotel თბილისის გულში საუკეთესო ადგილია კორპორატიული ღონისძიებების, ტურისტული ჯგუფების, განსაკუთრებული შემთხვევებისა და ზეიმებისთვის.
რესპუბლიკის მოედანი, თბილისი
Radisson Blu Iveria თბილის
Radisson Blu Iveria თბილისის გულში საუკეთესო ადგილია კორპორატიული ღონისძიებების, ტურისტული ჯგუფების, განსაკუთრებული შემთხვევებისა და ზეიმებისთვის.
ბათუმი
Radisson Blu Batumi
ჩვენი შვიდი საკონფერენციო დარბაზიდან ზღვისა და ქალაქის ხედი იშლება. დარბაზებს აქვს მოქნილი განლაგება 350 სტუმრამდე და თანამედროვე აღჭურვილობა, მათ შორის ბუნებრივი განათება, აუდიო-ვიდეო ტექნიკა და უფასო მაღალსიჩქარიანი Wi-Fi. Meeting Professionals International-ის (MPI) მხარდაჭერით ვზრუნავთ, რომ ყველა დეტალი უნაკლოდ შესრულდეს
Tsinandali Estate
Tsinandali Estate
საქართველოს ცნობილ ღვინის რეგიონში ქორწილების, შეხვედრებისა და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ღონისძიებების სივრცეების ფართო არჩევანს გთავაზობთ. დიდი ღია სივრცეებიდან კამერულ ისტორიულ დარბაზებამდე — თითოეული მათგანი ქართულ ხიბლს თანამედროვე კომფორტთან აერთიანებს, რათა ღონისძიება დაუვიწყარი გახდეს.
ბაკურიანი
Kokhta Bakuriani
გთავაზობთ მყუდრო შეხვედრების ოთახებს 50 ადამიანამდე და უფრო დიდ დარბაზს 100 სტუმრამდე — ორივე სრულად აღჭურვილია თქვენი ღონისძიებებისთვის. ჩვენი ნათელი, ღია ქოვორქინგი სახლის ბიბლიოთეკის განცდას თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს და იდეალურია როგორც კონცენტრირებული მუშაობისთვის, ისე გუნდური თანამშრომლობისთვის.
გასვლითი ქეითერინგი
გეგმავთ კერძო ვახშამს, ოფიციალურ კორპორატიულ ღონისძიებას თუ გრანდიოზულ დაბადების დღეს — ჩვენი გუნდი ყველაფერზე იზრუნებს: მენიუზე, სუფრის გაფორმებაზე, ყვავილების კომპოზიციებზე, პერსონალზე, გართობასა და სხვა დეტალებზე... თქვენ მიერ არჩეულ ადგილას.
Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის
Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.








