კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
Tsinandali Estate
საქართველოს სახელგანთქმული ღვინის მხარის გულში მდებარე Tsinandali Estate არისტოკრატულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ფუფუნებას აერთიანებს და კახეთის თვალწარმტაცი ბუნებისა და კულტურული საგანძურის გასაცნობად იდეალური ადგილია.
ოთახები და ლუქსები
ესპანელი დიზაინერების — კრისტინა გაბასისა და დამიან ფიგერასის — მიერ შექმნილი ჩვენი 124 ოთახი და ლუქსი სეზონებითაა შთაგონებული, რაც მათ დახვეწილ და ამავდროულად ძალიან მყუდრო განწყობას სძენს. დამამშვიდებელ ფერებსა და ბუნებრივ მასალებს კავკასიონის ქედის, ვენახებისა და ტყის ხედები ენაცვლება.
რესტორნები და ბარები
ღვინო, ბუნება, კულტურა და სამზარეულო — ყველაფერი Tsinandali Estate-ში
შეხვედრები და ღონისძიებები
გამართეთ თქვენი ღონისძიებები ჩვენს ისტორიულ მამულში — შეხვედრების უნიკალური სივრცეები გელით!
სანახაობები და აქტივობები
ვენახებით, მთებითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გარშემორტყმული Tsinandali Estate კახეთის სულის აღმოსაჩენად საუკეთესო საწყისი წერტილია.
Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის
Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.
მდებარეობა
Tsinandali Estate
სოფელი წინანდალი, კახეთის მხარე, თელავი, წინანდალი 2217


































