კიბერშეტევა პარკ ჰოტელის სერვერზე
8 იანვარს Park Hotel-ის (შპს „წინანდლის კურორტი“) სერვერზე, სადაც სასტუმროს სტუმრების პერსონალური ინფორმაცია ინახება, კიბერშეტევა განხორციელდა. ამ დროს მიმდინარეობდა ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობების დანერგვის პროექტი.
ინციდენტი შეეხო სასტუმროს სტუმრების პერსონალურ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, საპასპორტო მონაცემები) და დაჯავშნასთან დაკავშირებულ მონაცემებს; შესაძლოა, მომხდარიყო მათზე უკანონო წვდომა და/ან მათი ხელში ჩაგდება.
სასტუმროს IT და უსაფრთხოების სამსახურებმა პრობლემა დაუყოვნებლივ ლოკალიზეს და სერვერზე წვდომა დაბლოკეს; მიღებულია უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომ მსგავსი ინციდენტი მომავალში აღარ განმეორდეს.
ამჟამად სასტუმრო გამართულად მუშაობს და სტუმრებს მასპინძლობს.
მომხდართან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში ეცნობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
კითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dpo@silkhospitality.com