გადასვლა მთავარ კონტენტზე

      ისტორია

      პირველი რესპუბლიკის მოედანი

        მნიშვნელოვანი ლანდშაფტური სამუშაოები (1965)

        1965 წელს, რუსთველის გამზირზე (ყოფილი გოლოვინის პროსპექტი 1918 წლამდე) მნიშვნელოვანი ლანდშაფტური სამუშაოები მიმდინარეობს, შენდება ტიპური მონუმენტური შენობები: მთავრობის სახლი, ტელეგრაფი, კავშირგაბმულობის სახლი, სასტუმრო „ივერია“. იმავე წელს იქმნება რესპუბლიკის მოედნის პროექტი.

          გაყინული შადრევანი (1983)

          1983 წელს, რუსთველის გამზირის დასავლეთ მხარეს, რესპუბლიკის მოედნის მშენებლობა მთავრდება (არქიტექტორი ო. კალანდარიშვილი). იმავე წელს, იმავე ავტორის პროექტი, ბეტონის „გაყინული შადრევანი“, რომელიც 80-იან წლებში დაუსრულებელ მასშტაბურ არქიტექტურულ პროექტში ერთადერთ კომპონენტად დარჩა, საბჭოთა მთავრობამ აღლუმების ადგილად აქცია.

            შენობის დემონტაჟი (2005)

            2005 წელს შენობის დემონტაჟის შემდეგ, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების აღსანიშნავად, რესპუბლიკის მოედანს ვარდების რევოლუციის მოედანი ეწოდა.

              პირველი რესპუბლიკის მოედანი (2018)

              2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისის საკრებულომ მოედანს პირველი რესპუბლიკის მოედანი დაარქვეს.