მთავარ შინაარსზე გადასვლა

      რესტორნები

      გაეცანით ჩვენს საფირმო კერძებსა და რესტორნებს, სადაც დახვეწილი სამზარეულო ყველა გემოვნებას აკმაყოფილებს

      Republic Georgian Restaurant

      აღმოაჩინეთ ქართული კულინარიული ტრადიციები Republic Georgian Restaurant-ში — ავთენტური გემოები და ექსკლუზიური საფირმო კერძები. თბილისის ცენტრში, მესამე სართულზე განთავსებული რესტორანი ქალაქის პანორამულ ხედს, ღია ტერასას და მომხიბვლელ ატმოსფეროს გთავაზობთ მშვიდი საღამოებისა და განსაკუთრებული დღესასწაულებისთვის.

      მეტი გასტრონომიული არჩევანი მოედანზე

      Telegraph Hotel-ის გვერდით

      ევროპული, იტალიური

      Filini

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      გადაინაცვლეთ რომის ქუჩებში ჩვენს საოცრად მყუდრო იტალიურ რესტორანში — Filini-ში. აქ ჩვენი შეფ-მზარეული მატეო ბოიფავა ბებიის ყველაზე ძვირფას რეცეპტებს დახვეწილად უდგება. 

      აზიური

      Umami Tbilisi

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      Umami თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზიური რესტორანია. ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გემოებში გამოგზაურებთ, გზად კი იაპონიის, ჩინეთის, ვიეტნამისა და ტაილანდის სამზარეულოებს გაგაცნობთ. 

      ქართული, შერეული

      Iveria Café, თბილისი

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      სასტუმროდან სულ რაღაც 100 მეტრში მდებარე Iveria Cafe გულითადი მომსახურებითა და მყუდრო ატმოსფეროთი საუზმის, სადილის ან ვახშმისთვის იდეალური ადგილია. დააგემოვნეთ ახლად გამომცხვარი კრუასანები, ჯანსაღი სალათები, სენდვიჩები და სხვა გემრიელი კერძები საფირმო ყავასა და ფერად სმუზებთან ერთად.

      შერეული

      Oxygen Bar

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      აღმოაჩინეთ ქალაქი ახალი სიმაღლიდან Oxygen Bar-ში, ჩვენი სასტუმროს მე-18 სართულზე. თბილისის ცის ხაზის ფართო პანორამით ბარი იდეალური ადგილია მშვიდი შეხვედრებისა და საქმიანი საუბრებისთვის. 

      შერეული

      რესტორანი Iveria

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      რესტორანი Iveria ჩვენი მომსახურების ხარისხს ნათლად ასახავს. მთავარი შეფ-მზარეული და მისი გუნდი ქართული, აზიური, ხმელთაშუაზღვისპირული და ევროპული კერძების მრავალფეროვან მენიუს გთავაზობთ, რომელიც ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის ექსკლუზიური ინგრედიენტებით მზადდება. რესტორანი სტუმრებს 24/7 ემსახურება.

      Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის

      Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.