მთავარ შინაარსზე გადასვლა

      რესტორნები და ბარები

      ჩვენს პორტფოლიოში 24 რესტორანი და ბარია — უშუალო, ყოველდღიური ადგილებიდან გამორჩეულ სივრცეებამდე

      თბილისში დაფუძნებული Silk Hospitality საქართველოს მთავარ მიმართულებებში — თბილისში, ბათუმში, წინანდალსა და კოხტაში — ცოცხალი გასტრონომიული სცენის შემქმნელია. 

      ქართული, ევროპული

      Grand Café

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      Grand Café ევროპულ ელეგანტურობას ქართულ ტრადიციასთან აერთიანებს და დახვეწილ კერძებს გთავაზობთ — მაგალითად, მაგიდასთან მომზადებულ ფლამბეს და კრეატიულ დესერტებს. მდიდრული ატმოსფეროთი და თბილი მასპინძლობით ეს ადგილი მემკვიდრეობასაც პატივს მიაგებს და თანამედროვე სტილსაც.

      იტალიური, ევროპული

      Philosophico

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      ელეგანტური იტალიური რესტორანი The Telegraph Hotel-ის გულში, სადაც ავთენტური გემოები, თბილი მასპინძლობა და მარადიული სტილი ერთმანეთს ხვდება. იტალიური სუფრის კულტურით შთაგონებული რესტორნის მშვიდი, მაგრამ დახვეწილი ატმოსფერო ხანგრძლივი სადილისთვის, რომანტიკული ვახშმისა თუ სადღესასწაულო შეკრებისთვის იდეალურია.

      შერეული

      Tatuza Jazz Club

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      ლეგენდარული ქართველი ჯაზმენის, ტატუზა კურაშვილის სახელობის Tatuza Jazz Club რიტმში გატარებული ცხოვრების პატივსაგებად შეიქმნა. The Telegraph Hotel-ის კედლებში მოქცეული კლუბი მის სულს აგრძელებს — გულწრფელს, თამამს და მარადიულს.

      აზიური

      Laan Thai

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      Laan Thai თბილისში ტაილანდური საოჯახო სამზარეულოს სულს გადმოიტანს და ტრადიციულ ტექნიკას ახალ ქართულ ინგრედიენტებს უთავსებს. შეფ-მზარეულ როუზ ჩალალაი სინგჰის მენიუში ავთენტური, ელეგანტური კერძები და ჩაიზე დამზადებული კოქტეილებია, გარემო კი თბილი და მყუდრო — იდეალური სადილისთვის, ვახშმისთვის ან ყოველდღიურობიდან გემრიელი გაქცევისთვის.

      ამერიკული

      The Grill

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      The Grill ის ადგილია, სადაც ცეცხლი დახვეწილობას ხვდება. აქ თამამ, შებოლილ გემოებს შემოგთავაზებენ — პრემიუმ სტეიკებიდან მთლიან გრილზე შემწვარ ომარამდე. კლასიკური სტეიკჰაუსებით შთაგონებული სივრცე ვინტაჟურ ხიბლს თანამედროვე ხასიათს უთავსებს და ერთდროულად მძლავრ და დახვეწილ განწყობას ქმნის. ღია ცეცხლზე მომზადებისა და ოსტატობის წყალობით The Grill ყოველ ტრაპეზს შოუდ აქცევს.

      შერეული

      Rolling Stone Rooftop Bar

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      მდიდრული The Telegraph Hotel-ის სახურავზე მდებარე Rolling Stone Rooftop Bar მათთვისაა, ვინც ექსკლუზიურობას, დახვეწილობასა და ღირებულ ურთიერთობებს აფასებს. აქ თანამოაზრეები იკრიბებიან, რათა სპეციალურად შერჩეული ღონისძიებებით, შთამბეჭდავი ხედებითა და პრემიუმ მომსახურებით დატკბნენ.

      შერეული

      Courtyard Bar

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      ეწვიეთ The Telegraph-ის Courtyard Bar-ს, სადაც სასტუმროს გული ძგერს. შიდა ეზოს დახვეწილ სივრცეში მოწყობილი ეს მყუდრო ოაზისი უნიკალურ კოქტეილებს გთავაზობთ, რომლებშიც შემოქმედებითობა და ოსტატობა ერთიანდება. ეს მხოლოდ ბარი არ არის — ეს ადგილია დაუვიწყარი წუთებისა და გამორჩეული გემოებისთვის.

      ქართული, შერეული

      Wine Library

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      აღმოაჩინეთ Wine Library — ადგილი, სადაც ხელოვნება, იდეები და საუბრები ღვინოსავით თავისუფლად მოედინება. ეს ცოცხალი სივრცე ხელოვანებსა და მეოცნებეებს იწვევს, რომ შერჩეული ღვინისა და საინტერესო წიგნების თანხლებით დაისვენონ.

      შერეული

      Bell & Gray

      რესპუბლიკის მოედანი, თბილისი

      Bell & Gray The Telegraph Hotel-ში შიკური კაფეა ცოცხალი დიზაინით, სუპერფუდ ბოულებით, პოკეთი და მცენარეული კერძებით. მყუდრო სავარძლები, სტილური ბუხარი და Central Bar-ის ოსტატურად მომზადებული კოქტეილები მას იდეალურ ადგილად აქცევს დასასვენებლად, სადილისთვის თუ მეგობრებთან შესახვედრად — დღისით თუ ღამით. 

      Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის

      Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.