ქეითერინგი
მიღებიდან კორპორატიულ ღონისძიებამდე — 7 პრემიუმ სასტუმროს კულინარიული გამოცდილება, ნებისმიერ ლოკაციაზე.
დაგეგმეთ ღონისძიებაSilk Catering — მოხარულნი ვართ, თქვენი მომავალი ღონისძიების ნაწილი ვიყოთ
Silk Catering არის Silk Hospitality-ს ქეითერინგის სერვისი. შვიდი პრემიუმ სასტუმროს კულინარიული გამოცდილება თქვენს მომსახურებაშია — ინდივიდუალური მენიუ, სეზონური პროდუქცია, უნიკალური კომბინაციები.
გამოცდილი ღონისძიებების კოორდინატორი პირველი კონსულტაციიდან ღონისძიების დასრულებამდე.
დაიწყეთ დაგეგმვა
კულინარიული ხელოვნება






რას გთავაზობთ
კერძო სადილიდან კორპორატიულ ღონისძიებამდე — სრული სერვისი ნებისმიერ ლოკაციაზე

კორპორატიული ღონისძიებები
კონფერენციები, გალა-საღამოები, პროდუქტის პრეზენტაციები, ბიზნეს-სადილები.
შეკვეთა
ქორწილები და ზეიმები
ინდივიდუალური მენიუ — ელეგანტური მიღებიდან კამერულ წვეულებამდე.
შეკვეთა
გარე და გასვლითი სადილი
გურმანული სადილი ვენახებში, მთაში, ისტორიულ მამულებში.
შეკვეთა
კერძო სადილი და შეფის მაგიდა
ექსკლუზიური მენიუ პერსონალური მომსახურებით, თქვენს სახლში ან სასურველ ადგილზე.
შეკვეთამომსახურების ფორმატები
თქვენი ღონისძიების ხასიათზე მორგებული სერვისის სტილი
ბუფეტი
სტუმრები თავად ირჩევენ კერძებს მრავალფეროვანი სადგამებიდან. იდეალურია 50+ სტუმრიანი ღონისძიებებისთვის — კონფერენციები, მიღებები, კორპორატიული სადილები.
ფურშეტი / მიღება
კანაპეებისა და კოქტეილების უწყვეტი მირთმევა — სტუმრები თავისუფლად მოძრაობენ.
ბატლერ სტილი
პერსონალური მომსახურება მიმტანებით — თითოეული კერძი ინდივიდუალურად მიერთმევა სტუმრებს.
მენიუს კატეგორიები
რა შედის სერვისში
სრული ქეითერინგი ნიშნავს — თქვენ მხოლოდ სტუმრების მოწვევაზე ზრუნავთ
მენიუს დაგეგმვა და მომზადება
ინდივიდუალური მენიუ ბრენდ შეფისგან, ადგილზე მომზადებული კერძები
პროფესიონალური პერსონალი
მიმტანები, ბარმენები, კოორდინატორი — გუნდი ადგილზე
ჭურჭელი და სერვირება
თეფშები, ბოკალები, დანა-ჩანგალი, სადგამები — ყველაფერი ჩვენგან
მაგიდის გაწყობა და დეკორი
თეთრეული, ხელსახოცები, ცენტრალური კომპოზიციები
ტრანსპორტი და ლოჯისტიკა
მიტანა, განლაგება და გატანა — ნებისმიერ ლოკაციაზე საქართველოში
ღონისძიების კოორდინატორი
პირადი კოორდინატორი პირველი ზარიდან ღონისძიების დასრულებამდე
როგორ მუშაობს
კონსულტაცია
მოგვიყევით ღონისძიების შესახებ — კოორდინატორი დაგიკავშირდებათ.
მენიუს შექმნა
ბრენდ შეფი ქმნის ინდივიდუალურ მენიუს თქვენი გემოვნებით.
დეგუსტაცია
წინასწარი დეგუსტაცია ჩვენს ერთ-ერთ სასტუმროში.
მიწოდება
პროფესიონალური გუნდი ადგილზე — კერძიდან დეკორამდე.
გამორჩეული მომენტები





26 მაისი — დამოუკიდებლობის დღე
სახელმწიფო მიღება სრული ქეითერინგ სერვისით, ქართული და ევროპული კერძების ბუფეტით.





გომბორი — სადილი ბუნების გულში
ექსკლუზიური გასვლითი სადილი კახეთის მთებში.





Audi × Meama — თანამშრომლობა
კორპორატიული ქეითერინგი პროდუქტის პრეზენტაციისთვის.
გალერეა
01
02
03
04
05
06
07
08
09
10
ირაკლი ასათიანი
ბრენდ-შეფი, Silk Hospitality15+ წლიანი გამოცდილებით, ირაკლი ხელმძღვანელობს 250-ზე მეტ შეფ-მზარეულს და პასუხისმგებელია ყველა სასტუმროს კულინარიულ მიმართულებაზე.
გერმანიაში გატარებული წლების შემდეგ, ქართულ სამზარეულოში თანამედროვე ტენდენციები შემოიტანა — სეზონურობა, პრეზენტაცია, ინოვაცია.
„ყოველი ღონისძიება შესაძლებლობაა, შევქმნათ რაღაც, რაც სტუმრებს დიდხანს დაამახსოვრდება.“
ხშირად დასმული კითხვები
დაგეგმეთ თქვენი ღონისძიება Silk Catering-თან
შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი 24 საათში დაგიკავშირდებათ. ან დაგვირეკეთ პირდაპირ.
წარმატებით გაიგზავნა!
გმადლობთ. მალე დაგიკავშირდებით.