წინანდლის პარკი
გაისეირნეთ წინანდლის 18-ჰექტრიან მწვანე პარკში, სადაც 1600-ზე მეტი ეგზოტიკური მცენარის სახეობა იზრდება და რომლის სილამაზეც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა.
ენოთეკა
გაეცანით თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ ღვინის კოლექციას და შეიცანით ქართული მეღვინეობის ფესვები იშვიათი ადგილობრივი და უცხოური ღვინოების მეშვეობით.
ჭავჭავაძის სასახლე-მუზეუმი
ეწვიეთ ჭავჭავაძის სასახლე-მუზეუმს და დაათვალიერეთ მისი ელეგანტური დარბაზები, იშვიათი ექსპონატები და მდიდარი მემკვიდრეობა. ისტორიისა და კულტურის მოყვარულთათვის აუცილებლად სანახავი ადგილია.
ღვინის დეგუსტაცია
დაათვალიერეთ Tsinandali Estate-ის ვენახები და ეწვიეთ XIX საუკუნის ისტორიულ მარანს, სადაც თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ლეგენდარული კოლექციის 16 500-ზე მეტი ბოთლი ინახება.
ღვინის ტური
ეს დაუვიწყარი ღვინის ტური რეგიონის საუკეთესო ვენახებსა და XIX საუკუნის ისტორიულ ენოთეკაში გაგატარებთ, სადაც თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ლეგენდარული ღვინის კოლექცია ინახება.
კულინარიული თავგადასავალი
Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-ში იდეალურად განთავსებული ეს დახვეწილი კულინარიული სივრცე ქართული სამზარეულოს ავთენტურ გემოს გთავაზობთ, რომელსაც მსოფლიო დონის ღვინოები ავსებს.
კახეთის შესახებ
კახეთი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია, რომელიც ქართული მეღვინეობის აკვნად არის ცნობილი. უძველეს ტრადიციებში ფესვგადგმული ისტორიისა და ვენახებითა და მთებით შექმნილი ლანდშაფტის წყალობით, კახეთში კულტურული მემკვიდრეობა, ბუნების სილამაზე და თბილი სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს უნიკალურად ერწყმის.