კიბერშეტევა პარკ ჰოტელის სერვერზე
8 იანვარს, პარკ ჰოტელის (შპს წინანდლის კურორტი) სერვერზე, რომელიც სასტუმროს სტუმრების პერსონალურ ინფორმაციას ინახავს განხორციელდა კიბერ შეტევა. მიმდინარეობდა ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობების დანერგვის პროექტი.
ინციდენტი შეეხებოდა სასტუმროს სტუმრების პერსონალურ, კერძოდ საიდნეტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, საპასპორტო მონაცემები) და რეზერვაციასთან დაკავშირებულ მონაცემებს, შესაძლოა მომხდარიყო მათზე უკანონო წვდომა და/ან მათი ხელში ჩაგდება.
სასტუმროს აიტი და უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა პრობლემის ლოკალიზება, დაბლოკა წვდომა სერვერზე და მიღებულია ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ინციდენტი მომავალში.
ამჟამად სასტუმრო გამართულად ოპერირებს და მასპინძლობს სტუმრებს.
მომხდართან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში ეცნობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
კითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]