მთავარ შინაარსზე გადასვლა

      Kokhta Bakuriani

      Kokhta Bakuriani ისეთივე დახვეწილია, როგორც მარტივი

      როცა გარშემო ბაკურიანის ბუნების დიდებულებაა, მასთან შეჯიბრს აზრი არ აქვს. ბუნებრივი მასალები საერთო ატმოსფეროს ამდიდრებს და ქმნის სივრცეს, რომელიც თვალწარმტაც გარემოს ავსებს და ჰარმონიულად ერწყმის მას.

      • Kokhta Bakuriani

      საქართველოსა და ბაკურიანის შესახებ

      ზამთარში Kokhta Bakuriani თანამედროვე კურორტია, საიდანაც თხილამურებით პირდაპირ ტრასაზე გახვალთ, მთელი წლის განმავლობაში კი — ალპური თავგადასავლების კარიბჭე. კოხტა-მიტარბის კურორტის გულში აღმართული ეს მოხდენილი შენობა თანამედროვე დიზაინის ოსტატობის ნიმუშია.

      ოთახები და ლუქსები

      Kokhta Bakuriani-ში სულ 92 ნომერია, მათ შორის Standard, Superior, Deluxe და Suite კატეგორიის ნომრები.

      რესტორნები და ბარები

      კვებისა და სასმელების პროგრამა თანამედროვე კულინარიულ გემოვნებას ეხმიანება — ადგილობრივ პროდუქტებზე დაყრდნობით და რეგიონის ტრადიციული სამზარეულოს ნოტებით.

      შეხვედრები და ღონისძიებები

      Kokhta Bakuriani კორპორატიული დასვენებისა და გასვლითი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია: აქ არის საკონფერენციო აღჭურვილობის ფართო არჩევანი და ღია ცის ქვეშ აქტივობების მრავალფეროვანი პროგრამა. მოქნილი, არაფორმალური სივრცეები კრეატიულობასა და ინოვაციას უწყობს ხელს და პრეზენტაციების, ტრენინგებისა და პრესკონფერენციებისთვის გამოდგება.

      ფიტნეს-ცენტრი

      რაც არ უნდა მოგთხოვოთ მთამ, ფიტნეს-ცენტრი მზადაა თქვენთვის — მანამდეც და შემდეგაც. ის თქვენი ოთახიდან ორი სართულით ზემოთაა, ღიაა დღე-ღამის ნებისმიერ დროს და მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვისაა განკუთვნილი.

      Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის

      Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.