ფიტნესი და ველნესი
Anne Semonin Spa Center სიმშვიდის თავშესაფარია, სადაც ფუფუნება, დასვენება და კეთილდღეობა ერთმანეთს ხვდება. ქალაქის ხედით გამორჩეული სპა ქალებისა და მამაკაცებისთვის ინდივიდუალურად მორგებული სილამაზის პროცედურებისა და ჰოლისტიკური სპა-თერაპიების სრულ სპექტრს გთავაზობთ.
Anne Semonin Wellness Center
Anne Semonin-ის პროცედურების კოლექცია არომატული ეთერზეთების, მიკროელემენტებისა და ზღვის ინგრედიენტების გენიალურ ნაზავს კლასიკურ ფრანგულ ხელწერასა და ჰოლისტურ მიდგომას უთავსებს, რომელიც თქვენი სხეულისა და კანის ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს. Anne Semonin-ის პროცედურები თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და მაქსიმალურ კომფორტზე, აბსოლუტურ ფუფუნებასა და გამორჩეულ შედეგზეა ორიენტირებული.
Radisson Blu Iveria-ს სტუმრებს კარგად აღჭურვილი ფიტნეს კლუბით, დახურული აუზითა და საუნით უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ.
Iveria Pool Club
დახურულია მომავალ სეზონამდე.
ღია აუზი და მზის ტერასა
Radisson Blu Iveria-ს სტუმრებს Iveria Pool Club-ით (სეზონური) უფასოდ სარგებლობა შეუძლიათ — აქ ჩვენს ულამაზეს ღია აუზთან დაისვენებთ და გაგრილდებით. სტუმრებისთვის მზადაა შეზლონგები და ქოლგები, ასევე სასმელებისა და წასახემსებლის მენიუ.
Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის
Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.







