ოთახები და ლუქსები
ჩვენი 236 ოთახი და ლუქსი დამამშვიდებელი მინიმალისტური დიზაინითა და თბილისის თვალწარმტაცი ხედებით გამოირჩევა.
კომფორტული განთავსების გარდა, ყველა ოთახში არის მინიბარი, ინდივიდუალური კლიმატ-კონტროლი და უფასო მაღალსიჩქარიანი Wi-Fi. შეუკვეთეთ კერძი ოთახში კვების 24-საათიანი სერვისით და ისარგებლეთ სახურავზე მდებარე აუზით, სპათი და ფიტნეს-ცენტრით. სტუმრების ყველა საჭიროების გასათვალისწინებლად გვაქვს 62 ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული 10 ოთახი.
სტანდარტული ოთახი
28 კვ.მ. / 302 კვ. ფუტი
სტანდარტულ ოთახში ყველაფერია, რაც კომფორტული დასვენებისა და კარგი ძილისთვის გჭირდებათ. ისიამოვნეთ დიდი საწოლით, ოთახში ყავისა და ჩაის მოსამზადებელი ნაკრებითა და უფასო Wi-Fi-ით. ასევე დაგხვდებათ გამადიდებელი სარკე და თმის საშრობი. აირჩიეთ ორადგილიანი საწოლი ან ორი ცალკე საწოლი.
სუპერიორ ოთახი
31 კვ.მ. / 333 კვ. ფუტი
მეტი სივრცისთვის დაჯავშნეთ სუპერიორ ოთახი. ორი ცალკე საწოლი იქნება თუ ორადგილიანი დიდი საწოლი, განსაკუთრებული კომფორტი გარანტირებულია. გარდა დამატებითი სივრცისა, ოთახში დაგხვდებათ ყავისა და ჩაის მოსამზადებელი ნაკრები და უფასო Wi-Fi.
სუპერიორ ოთახი მაღალ სართულზე
29 კვ.მ. / 312 კვ. ფუტი
მეტი სივრცისა და პანორამული ხედისთვის დაჯავშნეთ სუპერიორ ოთახი მაღალ სართულზე, ქალაქის ხედით. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, უკვე ოთახშია. ორი ცალკე საწოლი იქნება თუ ორადგილიანი დიდი საწოლი, განსაკუთრებული კომფორტი გარანტირებულია.
პრემიუმ ოთახი
41 კვ.მ. / 441 კვ. ფუტი
ჩვენი პრემიუმ ოთახები იდეალურია მათთვის, ვისაც ფართო სივრცე უყვარს. მათში იგივე აღჭურვილობაა, რაც სუპერიორ ოთახებში, დამატებით კი — ესპრესოს აპარატი, Marshall-ის Bluetooth დინამიკები და მეტი სივრცე მეტი კომფორტისთვის.
პრემიუმ ოთახი — ქალაქის პანორამული ხედით
34 კვ.მ. / 365 კვ. ფუტი
პრემიუმ ოთახებიდან ქალაქის შესანიშნავი პანორამა იშლება — იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც ფართო სივრცე უყვარს. ისიამოვნეთ გაუმჯობესებული აღჭურვილობით, მათ შორის ოთახში ესპრესოს აპარატითა და Bluetooth დინამიკებით. პრემიუმ ოთახი ქალაქის პანორამული ხედით მეტ სივრცესა და კომფორტს გთავაზობთ, რათა თბილისში ყოფნა დაუვიწყარი გახდეს.
ჯუნიორ ლუქსი
47 კვ.მ. / 505 კვ. ფუტი
ამ ლუქსებში საძინებელი და მისაღები სივრცე ერთმანეთისგან გამოყოფილია, რაც იდეალურია ხანგრძლივი ვიზიტის დამგეგმავი სტუმრებისთვის. კარგად აღჭურვილი აბაზანით, ტროპიკული შხაპით, ხალათითა და ჩუსტებით, ჩვენი ჯუნიორ ლუქსები სრულად მოდუნებისა და დაუვიწყარი დასვენების საშუალებას გაძლევთ.
საპრეზიდენტო ლუქსი
110 კვ.მ. / 1184 კვ. ფუტი
ჩვენი ფართო საპრეზიდენტო ლუქსი გთავაზობთ კომფორტულ საძინებელს, ცალკე მისაღებ სივრცესა და კერძო შეხვედრების ოთახს. ქალაქის დათვალიერების შემდეგ დაისვენეთ: მიირთვით ყავის აპარატით მომზადებული ცხელი სასმელი და მოკალათდით უფასო ხალათსა და ჩუსტებში.






























