ჩვენს შესახებ

ჩვენი სასტუმროები და გასართობი დაწესებულებები თბილისში, ბათუმსა და წინანდალშია თავმოყრილი. მათ მართვასა და ფუნქციონირებაზე სილქ ჰოსფითალითის პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის, მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდილ სპეციალისტებს აერთიანებს. სულ კი კომპანიაში 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
 

სილქ ჰოსფითალითის მთავარი ორიენტირი სტუმრების კმაყოფილება და მაღალი ხარისხის მომსახურებაა. ეს არის ის ძირითადი და ეფექტიანი სტრატეგია, რომლითაც ჩვენი აქციონერების ინვესტიციების უკუგებაზე წარმატებით ვზრუნავთ.

სილქ ჰოსფითალითის კიდევ ერთი პრიორიტეტი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინვესტორებსა თუ სხვა ინსტიტუციებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განვითარებაა.
 

საქართველოში ტურიზმი სწრაფი ტემპებით ვითარდება. ქვეყანა მიმზიდველი სულ უფრო მეტი მოგზაურისთვის ხდება. ამ ტრენდის პარალელურად, სილქ ჰოსფითალითი სტუმარ-მასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიებში დინამიკურ ზრდას განაგრძობს, რათა დასაქმების ახალი შესაძლებლობები შექმნას, დარგის შემოსავალი გაზარდოს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ჩვენი მისია და ხედვა

მივაღწიოთ ინვესტიციების ამონაგების უმაღლეს მაჩვენებელს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების შეთავაზებით, რაც როგორც საერთაშორისო ბრენდების სტანდარტების დაცვას, ისე სტუმარ-მასპინძლობის კონცეფციების ჩვენ მიერ შექმნასა და განვითარებას გულისხმობს.

 

შემოქმედებითობისა და პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და მოქნილობის დახმარებით, ტურიზმის სწრაფად ცვალებადი ბაზრის პირობების მიუხედავად, გავხდეთ წამყვანი და ყველაზე ინსპირაციული კომპანია საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.

ჩვენი ღირებულებები

1
გულწრფელობა
ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ. კეთილსინდისიერება ჩვენი პრიორიტეტია და მას მუდმივად ვავითარებთ ადამიანების მიმართ პატივისცემით, მოლოდინების პირდაპირი კომუნიკაციით, ჩვენი მოქმედებების თანმიმდევრულობითა და სამართლიანობით.
2
საზოგადოება
მივისწრაფვით, უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი საქმიანობების ირგვლივ არსებული საზოგადოებების ცხოვრება.
3
მიღწევა
მუდმივად ვეძებთ საუკეთესო გზებს მიზნების მისაღწევად.
4
გუნდურობა
ვმუშაობთ ყოველთვის გუნდურად და ვაღიარებთ მისი თითოეული წევრის წვლილს საერთო წარმატებაში. მუდმივად უზრუნველვყოფთ მათ მხარდაჭერით, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებით.
5
უპირატესობა
ვდებთ უდიდეს ძალისხმევას ნებისმიერ საქმეში. ვაჭარბებთ მოლოდინებს, გამოვირჩევით საუკეთესო მახასიათებლებით და მუდმივად ვისწრაფვით პროფესიული სრულყოფისკენ.
6
ინოვაცია
მხარს ვუჭერთ ინოვაციურ აზროვნებას, რაც როგორც ადამიანებისთვის, ისე კომპანიისთვის პროგრესული ცვლილებების საწინდარია.

ჩვენი გუნდი

იორდი ქიუითი
იორდი ქიუითი
აღმასრულებელი დირექტორი
დავით რაფავა
დავით რაფავა
ფინანსური დირექტორი
ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე
გენერალური დირექტორი
ელენე მაჭავარიანი
ელენე მაჭავარიანი
საოპერაციო დირექტორი
კენტ კუპერი
კენტ კუპერი
სილქ ჰოსფითალითის კომერციული დირექტორი
ილია საგანელიძე
ილია საგანელიძე
სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, თბილისი გენერალური მენეჯერი
ნუცა რამიშვილი
ნუცა რამიშვილი
წინანდლის მამულის გენერალური მენეჯერი
ალექსი კობელაშვილი
ალექსი კობელაშვილი
სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, ბათუმი გენერალური მენეჯერი
ირაკლი ასათიანი
ირაკლი ასათიანი
ბრენდ შეფი
ვახო ღონღაძე
ვახო ღონღაძე
იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი
აკაკი ახალაია
აკაკი ახალაია
მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი
სოფიო მესხი
სოფიო მესხი
გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
რუსუდან წიკლაური
რუსუდან წიკლაური
შემოსავლების განყოფილების ხელმძღვანელი
ეკა ლომიძე
ეკა ლომიძე
ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი
ლევან კეჭაყმაძე
ლევან კეჭაყმაძე
საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი
გიორგი მინდიაშვილი
გიორგი მინდიაშვილი
ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი