ჩვენი სასტუმროები და გასართობი დაწესებულებები თბილისში, ბათუმსა და წინანდალშია თავმოყრილი. მათ მართვასა და ფუნქციონირებაზე სილქ ჰოსფითალითის პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის, მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდილ სპეციალისტებს აერთიანებს. სულ კი კომპანიაში 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
სილქ ჰოსფითალითის მთავარი ორიენტირი სტუმრების კმაყოფილება და მაღალი ხარისხის მომსახურებაა. ეს არის ის ძირითადი და ეფექტიანი სტრატეგია, რომლითაც ჩვენი აქციონერების ინვესტიციების უკუგებაზე წარმატებით ვზრუნავთ.
სილქ ჰოსფითალითის კიდევ ერთი პრიორიტეტი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინვესტორებსა თუ სხვა ინსტიტუციებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განვითარებაა.
საქართველოში ტურიზმი სწრაფი ტემპებით ვითარდება. ქვეყანა მიმზიდველი სულ უფრო მეტი მოგზაურისთვის ხდება. ამ ტრენდის პარალელურად, სილქ ჰოსფითალითი სტუმარ-მასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიებში დინამიკურ ზრდას განაგრძობს, რათა დასაქმების ახალი შესაძლებლობები შექმნას, დარგის შემოსავალი გაზარდოს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
მივაღწიოთ ინვესტიციების ამონაგების უმაღლეს მაჩვენებელს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების შეთავაზებით, რაც როგორც საერთაშორისო ბრენდების სტანდარტების დაცვას, ისე სტუმარ-მასპინძლობის კონცეფციების ჩვენ მიერ შექმნასა და განვითარებას გულისხმობს.
შემოქმედებითობისა და პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და მოქნილობის დახმარებით, ტურიზმის სწრაფად ცვალებადი ბაზრის პირობების მიუხედავად, გავხდეთ წამყვანი და ყველაზე ინსპირაციული კომპანია საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.