პორტფოლიო

სასტუმრო რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული

წინანდალი
რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროა საქართველოში. იგი კახეთში, XVIII საუკუნის იმ ისტორიულ პარკში მდებარეობს, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმი ქართული რომანტიზმის ფუძემდებლისა და იმდროინდელი ეპოქის ცხოვრებას წარმოაჩენს, ამიტომ ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.

წინანდლის მამულის მეღვინეობა

Tsinandali
წინანდლის მამული ის ისტორიული ადგილია, სადაც ქართული ღვინო ბოთლებში პირველად ჩამოასხეს. აქ ალექსანდრე ჭავჭავაძის, როგორც თანამედროვე ქართული მეღვინეობის ფუძემდებლის მემკვიდრეობა სიცოცხლეს კვლავაც აგრძელებს: ცნობილ მარანში მაღალი ხარისხის ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით ახლაც იწარმოება. მამულის სტუმრებს კი მისი დეგუსტაცია, მასტერკლასებზე დასწრება და თემატური ტურებით სარგებლობა შეუძლიათ.

პარკ ჰოტელი წინანდლის მამული

წინანდალი
პარკ ჰოტელი წინანდლის მამული საქართველოში პოპულარული ახალგაზრდული ცხოვრების სტილისა და კულტურის ერთგვარი სიმბოლური ცენტრია. იგი ვიზიტორების საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს, უნიკალურ შთაბეჭდილებებს ქმნის და სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს.

ღამის კლუბი ნობლ სავიჯი

თბილისი
გასართობი სივრცე და ღამის კლუბი ნობლ სავიჯი თბილისში ურბანული ლანდშაფტისა და საბჭოთა არქიტექტურის მიმზიდველ ნაზავს წარმოადგენს.

ივერია ბიჩ კლუბი

ბათუმი
საზაფხულო, მოდური და გასართობი კლუბი ივერია ბიჩი ბათუმის ცნობილ ბულვარსა და ზღვას შორისაა მოქცეული.

სპორტული კომპლექსი ნეპტუნი

თბილისი
სპორტული კომპლექსი ნეპტუნი მომხმარებლებს აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, სპას, სრულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისს, ინდუსტრიის ინოვაციებსა და პროფესიონალი ინსტრუქტორების გამორჩეულ სერვისს სთავაზობს.

რესტორანი რესპუბლიკა

თბილისი
შესანიშნავი გარემო და საუცხოო კერძები რესპუბლიკის ბოლო სართულზე, სადაც ფრანგული არქიტექტურული კომპანია Gilles & Boissier-ს დიზაინერებმა იმუშავეს,  ადგილობრივი და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიული ნაზავია. რესტორანი რესპუბლიკა სტუმრებს ევროპული სამზარეულოს ფუჟენ მენიუს, მყუდრო ატმოსფეროსა და ულამაზეს ტერასას სთავაზობს.

რესპუბლიკა 24

თბილისი
რესპუბლიკა 24 თანამედროვე კონცეფციის 24-საათიანი სივრცეა, რომელიც ნამდვილ გურმანებს ცნობილი შეფის, თეკუნა გაჩეჩილაძის მიერ სპეციალურად რეპუბლიკა 24-სთვის შექმნილ, უნიკალურ კერძებსა და დესერტებს სთავაზობს.

რესპუბლიკა ივენთ ჰოლი

თბილისი
თანამედროვე, მულტიფუნქციური სივრცე რესპუბლიკა სამ განსხვავებულ კონცეფციას აერთიანებს. მათ შორისაა ღონისძიებების ჩატარებისთვის განკუთვნილი ადგილები და უმაღლესი კლასის ქართული სამზარეულოს რესტორნები. იგი ქალაქის შუაგულში მდებარეობს და თბილისის ისტორიული ცენტრის ელეგანტურ ნაგებობას წარმოადგენს.

სამორინე ივერია ბათუმი

ბათუმი
სამორინე ივერიას, რომელიც ბათუმის ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელი მდებარეობა და მყუდრო ატმოსფერო აქვს