სასტუმრო რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული

წინანდალი

რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროა საქართველოში. იგი კახეთში, XVIII საუკუნის იმ ისტორიულ პარკში მდებარეობს, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმი ქართული რომანტიზმის ფუძემდებლისა და იმდროინდელი ეპოქის ცხოვრებას წარმოაჩენს, ამიტომ ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.

141-ოთახიანი სასტუმროს დიზაინზე საერთაშორისოდ აღიარებულმა არქიტექტორებმა —  ჯონ ფოტიადისმა, ქრისტინა გაბასმა და დამიენ ფიგუერესმა იმუშავეს. მისი საოცარი ინტერიერი მსოფლიოში ცნობილმა ინდუსტრიულმა დიზიანერმა, ინგო მაურერმა და ქართველმა მოქანდაკემ, თამარ კვესიტაძემ შექმნეს. სასტუმროს ერთ-ერთი გამორჩეული სივრცის, მსოფლიო მასშტაბის ღია ამფითეატრის ავტორი კი ხავიერ ფაბრეა. ამფითეატრი 1200 მაყურებელს იტევს და კონცერტებს, ქორწილებს, გალა ვახშმებს, სპექტაკლებსა თუ მოდის შოუებს მასპინძლობს.

 

გაზიარება: