წინანდლის მამულის მეღვინეობა

წინანდალი

წინანდლის მამული ის ისტორიული ადგილია, სადაც ქართული ღვინო ბოთლებში პირველად ჩამოასხეს. აქ ალექსანდრე ჭავჭავაძის, როგორც თანამედროვე ქართული მეღვინეობის ფუძემდებლის მემკვიდრეობა სიცოცხლეს კვლავაც აგრძელებს: ცნობილ მარანში მაღალი ხარისხის ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით ახლაც იწარმოება. მამულის სტუმრებს კი მისი დეგუსტაცია, მასტერკლასებზე დასწრება და თემატური ტურებით სარგებლობა შეუძლიათ. 

წინანდლის მამულში ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან სინთეზით, უძველესი ქვევრისა და კლასიკური ევროპული კასრის ღვინოების თანაარსებობით გრძელდება. აქაური ვენახი განსაკუთრებულია: ტერიტორიას, სადაც ქართული ვაზის 11 ჯიში ხარობს, ტყეები და ხეობები ესაზღვრება, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს.

ჩვენი მამულის ენოთეკის კერძო კოლექციებში წინანდლის საფერავი, შატო ლაფიტი, შატო დ’იკემი და სხვა ლეგენდარული ღვინოებია დაცული. ამ დრომდე შემორჩენილია XIX საუკუნის ისტორიული ვენახების საფერავი, რომელთა შორის ყველაზე ძველი 1841 წლით თარიღდება.

გაზიარება: