სასტუმრო რადისონ ბლუ

ბათუმი

რადისონ ბლუ შავი ზღვის სანაპიროს უმაღლესი კლასის სასტუმროა — 168 ოთახით, ორი რესტორნით, ღია და დახურული აუზებით. იგი პლაჟისა და ბათუმის ცნობილი ბულვარისგან მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს და ამ მხრივაც შესანიშნავი არჩევანია დასვენებისთვის.

სასტუმროში შეგიძლიათ, ჩვენი შთამბეჭდავი ხედებით ისიამოვნოთ, სამორინეში შეიაროთ, ან ბათუმის ცენტრში გაისეირნოთ და ის შესანიშნავი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, რომლებსაც შავი ზღვის სანაპიროს გამორჩეული კურორტი გთავაზობთ.

მრავალფეროვანი არჩევანი გელით გემრიელი სადილისა თუ ვახშმის მოყვარულებსაც. რადისონ ბლუს ორი რესტორანი  — ქართული რესტორანი "მედეა" და აზიური რესტორანი უმამი-ქლაუდს ბარი და რესტორანი ქართულ სამზარეულოს, გრილზე მომზადებულ კერძებსა და არაჩვეულებრივ სუშის შემოგთავაზებთ. შემდეგ კი შეგიძლიათ, ფიტნესცენტრს, ღია და დახურულ აუზებს ესტუმროთ, ან ენ სემონინ სპას საოცარი მასაჟითა და გამაჯანსაღებელი პროცედურებით დატკბეთ.

ღონისძიებების, წვეულებებისა და კონფერენციებისთვის კი სასტუმროში შეხვედრების 7 ოთახია, მათ შორის 2 მცირე შეკრებებისთვისაა განკუთვნილი, ერთი დიდი დარბაზი კი 350-მდე ადამიანს იტევს.

გაზიარება: