სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია

თბილისი

უმაღლესი კლასის 236-ნომრიანი სასტუმრო საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მდებარეობს და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, რაც მისი ფანჯრებიდან გაშლილ ხედებს კიდევ უფრო ალამაზებს.

რადისონ ბლუ ივერიას გამორჩეული მდებარეობა აქვს: ერთი ნაბიჯი სასტუმროდან და თქვენ უკვე ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველზე აღმოჩნდებით. აქ კი გემრიელი ვახშმის, შოპინგისა თუ ღამის ცხოვრების მრავალფეროვანი არჩევანი გელოდებათ.

დასვენებითა და შესანიშნავი კერძებით ჩვენი სასტუმროც გაგანებივრებთ. თქვენს განკარგულებაშია სამი რესტორანი და საერთაშორისო დონის სპა.

შეგიძლიათ, ფილინიში მომზადებული იტალიური სამზარეულო ან უმამის აზიური გემოები დააგემოვნოთ, კაფე ივერიაში უგემრიელესი ნამცხვრები და ყავა მიირთვათ, ან ივერია ტერასაზე, ღია ცის ქვეშ ივახშმოთ, შემდეგ კი იღბალი სამორინე ივერიაში გამოსცადოთ, რომელიც სასტუმროს გვერდითვე მდებარეობს.

რადისონ ბლუ ივერიაში მრავალფეროვანი შესაძლებლობები საქმიანი ვიზიტით მყოფებსა და ღონისძიების დაგეგმვის მსურველებსაც ელოდებათ. მათ შორისაა: სრულად აღჭურვილი ბიზნესცენტრი, შეხვედრების 9 ოთახი, დიდი დარბაზი და ფურშეტის ორგანიზება.

გაზიარება: