პარკ ჰოტელი წინანდლის მამული

წინანდალი

პარკ ჰოტელი წინანდლის მამული საქართველოში პოპულარული  ახალგაზრდული ცხოვრების სტილისა და კულტურის ერთგვარი სიმბოლური ცენტრია. იგი ვიზიტორების საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს, უნიკალურ შთაბეჭდილებებს ქმნის და სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს. 

პარკ ჰოტელი წინანდლის მამული გარშემორტყმულია ულამაზესი პარკით, ასწლოვანი ხეებითა და ბილიკებით, რომლებსაც თვალწარმტაც პეიზაჟებამდე მიჰყავხართ. სასტუმროს მომხიბვლელი გარემოს ავტორი ინტერიერის დიზაინერი თამარ ვალიშვილია, რომელმაც მის ვიზუალურ მხარეზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. მართლაც, სივრცეები, ლოფტის სტილის ავეჯი და თითოეული დეტალი აქ ისეა გათვლილი, რომ ერთიანობაში ავთენტურობის განუმეორებელ შეგრძნებას ქმნის.

პარკ ჰოტელი წინანდლის მამული ქართველი მხატვრების — ქეთი დავლიანიძისა და გიორგი ქაცარავას შემოქმედების რეალიზების ადგილიცაა. მათი ინსპირაცია შენობის კედლებთან შესანიშნავადაა შეხამებული: გიორგის ნამუშევრები მუსიკისა და სტრიტ არტის სინთეზს ქმნის, კლასიკური მუსიკის კომპოზიტორების პორტრეტებს კი ქეთის მიერ შესრულებული კავკასიონის კონტურები, ფუმფულა კუპიდონები და მუსიკალური ნოტები ემატება. ინტერიერში გამოყენებული გრაფიტი და გრაფიკული ელემენტები პარკ ჰოტელს თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილად აქცევს.

გაზიარება: