National Geographic საქართველო და სილქ ჰოსფითალითი წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს

10 აგვისტო 2022

შემოდგომა საუკეთესო დროა შთაბეჭდილებების და გამოცდილების გასაზიარებლად, ზაფხული კი საუკეთესო შესაძლებლობა დასვევნების, გართობისა და ახალი ადგილების აღმოჩენისთვის. ამჯერად YourShot საქართველო გთავაზობთ გადაიღოთ ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იქნება საქართველოს გამორჩეული ადგილები სტუმარ-მასპინძლობის სფეროდან. კონკურისის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ მიმზიდველ ადგილებს, რომლებშიც კერძო სექტორის ინვესტიიციების შედეგად გამორჩეული გარემოა შემნილი როგორც ტურისტებისთვის, ისე განტვირთვისა და კომფორტული დასვენების ყველა მოყვარულისთვის.

კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებიცმთავარია ისინი დასასვენებელ და გასართობ ადგილებს ასახავდეს, სადაც მაღალი დონის სერვისი და გამორჩეული ატმოსფერო დაგხვდებათ, ადგილს, სადაც კიდევ მოინდომებთ დაბრუნებას და სიამოვნებით ურჩევთ იქ წასვლას თქვენს მეგობრებს და ახლობლებს. ასეთი ადგილი შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, პარკი თუ ზღვის სანაპირო.

გაგვიზიარეთ თქვენი კადრები და გახდით YourShot საქართველოს სამეგობროს წევრი.

გაზიარება:
National Geographic საქართველო და სილქ ჰოსფითალითი წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს