1 მაისს, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, ლეგენდარულ მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით, კონცერტს წინანდლის მამულის ამფითეატრში გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.
2024 წლის ევროპაკონცერტი ეძღვნება ევროპაში მშვიდობიან თანაარსებობას. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკოსები ევროპული კულტურის ელჩებს წარმოადგენენ და სიმბოლურია, რომ წელს პირველად, ევროპული ღირებულებების აღნიშვნის ეპიცენტრად სწორედ წინანდალი და საქართველო შეირჩა.