სამორინე ივერიას, რომელიც ბათუმის ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელი მდებარეობა და მყუდრო ატმოსფერო აქვს, თუმცა, ამავდროულად, იგი ღამის ცხოვრების მოყვარულებს არაერთ საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს.
სამორინე ივერია ბათუმი სასტუმრო რადისონ ბლუს ნაწილია და სლოტებისა თუ სამაგიდო თამაშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ შორისაა: ბლექ ჯეკი, პოკერის ნაირსახეობა, რულეტი და ბაკარა. ძირითადი სივრცის გარდა, სამორინე ივერიაში პრემიუმ ზონაც გელოდებათ. აქვეა შვედური მაგიდა და რესტორანი გემრიელი ქართული თუ უცხოური კერძებით.