თანამედროვე, მულტიფუნქციური სივრცე რესპუბლიკა სამ განსხვავებულ კონცეფციას აერთიანებს. მათ შორისაა ღონისძიებების ჩატარებისთვის განკუთვნილი ადგილები და უმაღლესი კლასის ქართული სამზარეულოს რესტორნები. იგი ქალაქის შუაგულში მდებარეობს და თბილისის ისტორიული ცენტრის ელეგანტურ ნაგებობას წარმოადგენს.
რესპუბლიკის ორ სართულს, 1000 კვ.მ-ზე მეტ ფართობს, უნიკალური ივენთ ჰოლი იკავებს, რომელიც თანამედროვე დიზაინით, მეზანინითა და განსაკუთრებული აკუსტიკით გამოირჩევა.
სივრცე განკუთვნილია კონცერტებისთვის, მასშტაბური ბიზნესკონფერენციებისთვის, ქორწილებისთვის, მოდის ჩვენებებისას თუ სხვა ღონისძიებებისთვის. იგი 1000-მდე სტუმარს იტევს და სხვადასხვა საჭიროებაზე მოქნილად ადაპტირდება.